LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრამდე კახეთის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება

102

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. (ხიდი მდ. ლოჭინზე, დიდი ლილო-ნორიოს გზაზე მდებარეობს)

კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

მერიის ცნობით, გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.

საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით.

 

“ფორტუნა” ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წერდა: საზაფხულო სიურპრიზი მძღოლებს –  მალე მოძრაობა ლილოს გზაზეც შეიზღუდება

 


ხიდი მდ. ლოჭინზე, დიდი ლილო-ნორიოს გზაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები