LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქუაშვილთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი „ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენის“ სტატუსით ესწრებოდა – გიორგი გახარია

97

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი „ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენის“ სტატუსით ესწრებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელსაც მისი ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში ოქუაშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ შეკითხვა ჟურნალისტებმა დღეს კიდევ ერთხელ დაუსვეს.

„მე როგორც დღეს, ასევე მაშინაც კაბინეტში არ ვმუშაობდი და მსგავში შეხვედრები მქონდა ყველა მსხვილი ბიზნესმენის ან ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელთან როგორც ჩემთან, ისე მათ ოფისებსა და ქუჩაშიც.

ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს-ცენტრში და ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება, ხოლო ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა, ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილისმომგვრელია და მართლა მრავალსერიიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

magti 5g