ადელის ახალი გარეგნობა ტაბლოიდებისთვის ყველაზე საინტერესო სიახლედ იქცა. საზოგადოება აქტიურად განიხილავს იმ მეთოდებს, რითიც 32 წლის მომღერალმა 45 კილო დაიკლო.
ზოგი ამბობს, რომ ეს პლასტიკური ქირურგიის შედეგია, ზოგიც ადელის ახალ გარეგნობას სწორ დიეტას აბრალებს. თუმცა ის, რომ ვარსკვლავი იდეალურ ფორმაშია, ამას არავინ უარყოფს.
ადელმა 45 კილოგრამი დაიკლო - პლასტიკური ქირურგია თუ დიეტა და ვარჯიში?
„შედეგი, რასაც ადელმა მიაღწია, დაუღალავი ვარჯიშისა და ჯანსაღი კვების დამსახურებაა“
ახლა ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში სხვა დეტალი მოექცა. საზოგადეობას ვერ გაურკვევია, ადელს გამოუჩდა ორეული თუ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ ვარსკვლავს, სარა პოლსონს. ისინი ერთმანეთს საოცრად ჰგვანან.
„ორეული ადელს გამოუჩნდა თუ სარა პოლსონს?“, – წერენ სოციალურ ქსელში
„ის მართლაც მშვენიერია, მაგრამ მეფიქრება, რას იტყვის საზოგადოება“ – აცხადებს თავად 45 წლის სარა პოლსონი.