LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორგანიზატორებმა მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე – პრემიერი გავრილოვზე

107
baxtaze

“უმძიმესი სანახავია საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა!” – პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

“ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს – დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!” – აღნიშნავს პრემიერი. 

დაძაბულობა პარლამენტის შესასვლელთან - აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ითხოვენ (ვიდეო)

აქციის მონაწილეებმა დავით ქაცარავასთან ერთად შეძლეს შენობაში დეტექტორებამდე მისვლა.  

რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტში მიმდინარე სესია შეწყდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სესია მისი რეკომენდაციით შეწყდა.

ბიძინა ივანიშვილი: ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ სხდომის წაყვანა, ივანიშვილისთვის მიუღებელია.

პარლამენტთან მიმდინარეობდა აქცია სახელწოდებით სრიცხვილია, რომლის მონაწილეებმაც ახლა რედისონთან გადაინაცვლეს, სადაც არსებული ინფორმაციით გავრილოვი იმყოფება. პარლამენტის სხდომათა დარბაზში კი ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g