LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ამერიკელი მას შემდეგ დააკავეს, რაც მანქანით სახლის გადატანას ცდილობდნენ

46
autoradio

აშშ-ში ავტო-სახლების პოპულარობა პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა, რადგან ხალხი თვითმფრინავით თუ მატარებლით გადაადგილებაზე უარს ამბობდა და საკუთარი ტრანსპორტით მოგზაურობდა. ორმა ლუიზიანელმა კაცმა გადაწყვიტა, რომ ბორბლებზე ნამდვილი სახლი დაედგათ და ამ გზით ახალ ადგილას გადაეტანათ. თუმცა, რაღაც ისე არ გამოვიდა და ამერიკელების მცდელობა ციხით დასრულდა.

პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, რადგან გზაზე სადენების დაზიანების გამო ისინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა კი აღმოაჩინეს, რომ გზა სატვირთოს ჰქონდა დაბლოკილი და ამ სატვირთოზე ერთსართულიანი სახლი იდგა.

როგორც ჩანს, მამაკაცები თავისივე გამოწვეულმა არეულობამ შეაშინა, ამიტომ დაწყებული საქმე შუა გზაზე მიატოვეს და წავიდნენ. გზაზე პოლიციამ დამტვრეული ხეები, საფოსტო ყუთები და ჩამოგლეჯილი სადენები იპოვა. აღსანიშნავია, რომ უჩვეულო იდეის გამო ელექტროენერგიის გარეშე 700 ადამიანი დარჩა.

ბუნებრივია, სამართალდამცავებმა სახლის მფლობელი მარტივად იპოვეს და თანამზრახველთან ერთად დააპატიმრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები