LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა – მარინა ეზუგბაია

123
Capture

“ჩვენს კლინიკაში უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 45 და 1 საეჭვო, შესაძლო ინფიცირებულია მოთავსებული.

“შესაძლო, ანუ საეჭვო პაციენტს ტესტირებას დღეს ჩავუტარებთ. ეს არის საეჭვო შემთხვევა არაკონტაქტირებიდან. პაციენტი დღეს დილით შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. იგი გახლავთ თვითდინებით ბინიდან მოსული. ეს არ არის არცერთ წყაროსთან კონტაქტი. ამ 45-დან ორი კრიტიკულთან მიახლოებულო პაციენტია, რომელთა მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. 14 პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით. ისინი ამ ეტაპზე მართვას ექვემდებარებიან”, – აცხადებს ეზუგბაია.

მოწევა კორონავირუსის პროგრესირებას უწყობს ხელს

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული შვიდი ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათთან დაავადება არ პროგრესირებს. მისი თქმით, სავარაუდოდ გამოჯანმრთელებულ 4-5 პაციენტს ტესტირება დღეს ჩაუტარდება.

“ეს პირველი ეტაპია. 24-საათიანი დაყოვნების შემდეგ, განმეორებითი ტესტირება უნდა ჩატარდეს. პასუხები ალბათ ორ დღეში გახდება ცნობილი”, – აცხადებს ეზუგბაია.

 

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა.

ბევრი სუნთქვის უკმარისობა მინახავს, მაგრამ როგორიც კოვიდს აქვს არასდროს… – ლევან რატიანი

magti 5g