რამდენიმე ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლა შესაძლოა სარისკო გამოდგეს. წარმატების შემთხვევაში კი დიადებს შორის სახელს უკვდავყოფ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმალ მთავარ უიღბლოთა შორის ჩაგწერენ და ამას დიდი ხნის განმავლობაში ხშირად წამოგაძახებენ.
ზოგჯერ ზეწოლა, როცა ტროფეის მოგებას უახლოვდები, ძალიან დიდია და გუნდი ზოგჯერ გადაიწვება ხოლმე. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელმა ფავორიტებმა („სიტი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“) დიდი ალბათობით უკვე გაინაღდეს საშინაო ტროფეი. „იუვეს“ და „ბარსას“ ჩემპიონობამდე სულ ცოტა უკლიათ, „სიტიმ“ კი ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო.
ქვემოთ კი ის გუნდები გავიხსენოთ, რომლებმაც ვერ მოახერხეს ძალების სწორად განაწილება და ტიტულის მოგების სიახლოვეს დარჩნენ.
იუვენტუსი. 1991/92 სეზონი. იტალიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. იტალიის თასი: ფინალი. ევროთასები: -.
არსენალი. 1998/99 სეზონი. ინგლისის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. ინგლისის თასი: 1/2 ნახევარფინალის გადათამაშება. ლიგის თასი: მე-4 რაუნდი (1/8 ფინალი). ევროთასები: მე-3 ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში.
ფიორენტინა. 1998/99 სეზონი. იტალიის ჩემპიონატი. მე-3 ადგილი. იტალიის თასი: ფინალი. ევროთასები: უეფას თასის 1/16 ფინალი.
ბარსელონა. 1999/00 სეზონი. ესპანეთის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. ესპანეთის თასი: 1/2 ფინალი. ევროთასები: ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი.
ბაიერი. 2001/02 სეზონი. გერმანიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. გერმანიის თასი: ფინალი. ევროთასები: ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
სელტიკი. 2002/03 სეზონი. შოტლანდიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. შოტლანდიის თასი: 1/4 ფინალი. ლიგის თასი: ფინალი. ევროთასები: უეფას თასის ფინალი.
ბაიერნი. 2011/12 სეზონი. გერმანიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. გერმანიის თასი: ფინალი. ევროთასები: ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
ბენფიკა. 2012/13 სეზონი. პორტუგალიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. პორტუგალიის თასი: ფინალი. ლიგის თასი: 1/2 ფინალი. ევროთასები: ევროპის ლიგის ფინალი.
აიაქსი. 2016/17 სეზონი. ჰოლანდიის ჩემპიონატი: მე-2 ადგილი. ჰოლანდიის თასი: მე-3 რაუნდი (1/8 ფინალი). ევროთასები: ევროპის ლიგის ფინალი.