შემთხვევითი არაა, რომ აინშტაინმა, რომელმაც მეცნიერების სხვადასხვა დარგში 500-მდე ნაშრომი შექმნა, საკუთარი ტვინი მედიცინას შესწირა კვლევისთვის. სხვათაშორის, ცნობილი ფოტო გამოყოფილი ენით, ფოტოგრაფმა არტურ სასმა გააკეთა აინშტაინის 72-ე დაბადების დღეზე, როცა იუბილარს ძალიან მობეზრდა ჯიუტი ფოტოგრაფის დევნა და მას სასაცილო გრიმასა აჩვენა.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ ალბერტ აინშტაინის ცნობილ ფრაზებს:
ზედმეტად შეშლილი ვარ იმისთვის, რომ არ ვიყო გენიოსი.
მოგებისთვის თამაშის დაწყებაა საჭირო.
მხოლოდ ორი რამაა უსასრულო – სამყარო და სიბრიყვე, თუმცა სამყაროს უსასრულობაში ცოტა ეჭვი მეპრება.
მხოლოდ სულელს სჭირდება წესრიგი, გენიოსი ქაოსზე მბრძანებლობს.
თეორიაა, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკაა, როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის, როგორ.
ცხოვრების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს – ისე, თითქოს საოცრებები არ არსებობს და ისე, თითქოს გარშემო სულ საოცრებები ხდება.
განათლება – ისაა, რაც სკოლაში ნასწავლის შემდეგ გამახსოვრდება.
მხოლოდ ის აღწევს შეუძლებელს, ვინც მუდმივად აბსურდულ მცდელობებს ახორციელებს.
წარმოსახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, რადგან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი, მთელ სამყაროს წვდება, პროგრეს სტიმულირებს და ევოლუციას პროვოცირებს.
უაზრობაა აკეთო იგივე და განსხვავებული შედეგის იმედი გქონდეს.
გონება, რომელმაც ერთხელ გაარღვია საზღვრები, არასდროს დაუბრუნდება ძველ საზღვრებს.
ადამიანი მხოლოდ მაშინ იწყებს ცხოვრებას, როცა საკუთარ თავს აჯობებს.
მთავარი არა წარმატებისკენ სწრაფვა, არამედ ცხოვრების აზრის პოვნაა.
თუ ბედნიერი ცხოვრება გინდა, მაშინ მიზანს უნდა იყო მიჯაჭვული და არა ადამიანებს ან ნივთებს.
ერთადერთი, რაც სწავლაში მიშლის ხელს, მიღებული განათლებაა.
არასდროს იფიქრო მომავალზე, რადგან ის შემთან შეთანხმების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში მოვა.
ადამიანი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, არც ახალი მოუსინჯავს არაფერი.
ყველა ცრუობს, თუმცა სანერვიულო არაფერია, რადგან ადამიანები არასდროს უსმენენ ერთმანეთს.
ლოგიკას მხოლოდ А პუნქტიდან B პუნქტში მიყვანა შეუძლია, წარმოსახვას კი, ნებისმიერ ადგილას.