LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი უმსხვილესი კინოპროექტი გზაშია! – 67 წლის მელ გიბსონის იშვიათი გამოჩენა

210
page

67 წლის მსახიობი და რეჟისორი, მელ გიბსონი პაპარაცების ობეიქტივში ხშირად არ ხვდება. ამჯერად ის ლოს-ანჯელესის აეროპორტი გადაიღეს. როგორც ფოტოში ჩანს, მელს ხელის ტრავმა აქვს.

მან საღამო მეგობრების გარემოცვაში, ბარში გაატარა. აღსანიშნავია, რომ თეთრ პერანგსა და ჯინსის შარვალში ვარსკვლავი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა.

ცნობისთვის, მელ გიბსონი სკანდალური ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს. ახალ ნაწილში სახელწოდებით, „ქრისტეს ვნებანი: აღდგომა“ იესო ქრისტეს როლს კვლავ ჯეიმზ პატრიკ კევიზელი შეასრულებს. გარდა ამისა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და რეჟისორი „სასიკვდილო იარაღის“ მე-5 ნაწილსაც გადაიღებს. ფილმი 2024 წელს გამოვა.

მელ გიბსონი სკანდალური ფილმის, „ქრისტეს ვნებანის“ ახალ ნაწილზე მუშაობს

66 წლის მელ გიბსონი მეცხრე შვილთან, 5 წლის ლარს ჟერართან ერთად გამოჩნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები