LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორივე მოთხოვნა არასერიოზულია: იაგო ხვიჩია სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე

200
იაგო ხვიჩია

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს. მათ მოთხოვნებს პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია არასერიოზულს უწოდებს.

სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს

მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება

„ჩემი აზრით, ორივე მოთხოვნა არასერიოზულია. პირველი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომა არასერიოზულია თუ შენ გჯერა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი სხვა ვინმეა და ირაკლი ღარიბაშვილი არის მხოლოდ ვიღაცის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლის წასვლას რომ ითხოვ სახლში, უბრალოდ, თუ გესმის, რომ ის უბრალოდ წარმომადგენელია. მეორე მოთხოვნას რაც შეეხება ეროვნული თანხმობის რაღაცის შექმნას, ასევე არასერიოზულია, რადგან არავინ იცის საიდან მოდის ეს ლეგიტიმაცია, ვინაა ეს ხალხი, ვინ აარჩევს ამ ხალხს, ვისი სახელით მოქმედებს ეს ხალხი და რატომ ვენდობით ამ ხალხს და ვინ ნიშნავს თანამდებობაზე ამ ხალხს. ქართული ოცნების პარლამენტი? რა მოთხოვნაა ეს თავისი შინაარსით და როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მთავარ მოთხოვნად ჟღერდება არა ივანიშვილის სანქცირება ახალი საპარლამენტო არჩევნებით, არამედ ღარიბაშვილის გადადგომა – შესაძლოა ეს უდიდესი სახალხო მუხტი ისევ ჩააქროს ცხელმა ივლისმა: შალვა ნათელაშვილი

პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს: ნინო ბურჯანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g