LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო… ეს უკვე გაცდა ძალაუფლებას, სიშტერესაც აქვს საზღვარი!” – დაჩი გრძელიშვილი

486
BeFunky-collage

ჟურ­ნა­ლის­ტი დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს, სადაც სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გუშინდელ განცხადებას ეხ­მა­უ­რე­ბა.

“ნამუსი თუ არ აქვთ, შიშიც არ აქვთ? მგონი მივედით ზღვრამდე, როცა უპასუხისმგებლობა დანაშაულს ნიშნავს. სახელმწიფო დანაშაულს… დღეს მინისტრი ტიკარაძე გამოტიკინდა და ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით იმხელა საწოლფონდი გვქვსო…

აგერ, ლევან რატიანი დგას ფორმულას ჩართვაზე და ლამის ტირის კაცი – ადგილი აღარ მაქვს, მოიფიქრეთ რამე ეს ხალხი რო გადარჩესო… თან ხუთჯერ თქვა, პოლიტიკა არ მაინტერესებსო – სირცხვილი არაა, დღევანდელ სიტუაციაში ექიმს რომ ამაზე უწევს ფიცილი???

ყველამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს, მოიფიქრონ რამე რომ ქართველი ხალხი გადარჩეს: ლევან რატიანი

ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია პროცესის მართვა – რატიანი

მერე ბოჭორიშვილის დირექტორმა ილაპარაკა, ტიროდა ქალი, ადგილი აღარ გვაქვსო.. ადგილი კი არა, ჟანგბადის წნევაც აღარ გვყოფნისო… გააცნობიეროს ვინმემ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის მართვა ბევრად რთულია, ვიდრე ბიძინას სტომატოლოგიური კაბინეტის მენეჯმენტი… გააფრინეთ მანდა, მთავრობაში? ეს უკვე გაცდა პოლიტიკას და ძალაუფლებას ხალხო, ფრთხილად იყავით, სიშტერესაც აქვს საზღვარი!!!

სასწრაფო ამბობს, ადგილი მოძებნეთ და იქ მიგიყვანთო და კიდე, ხმა არავინ ამოიღოს ხალხის შეუგნებლობაზე რა – დალოცვილო, მთავრობა რო ხარ და ხალხს მასობრივი ტურიზმისკენ მოუწოდებ, მთავრობა რო ხარ და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავყრილობას დასაშვებად აცხადებ, ისე კი კრძალავ, საეკლესიო რიტუალებში პრობლემას ვერ ხედავ, სხვა რიტუალები კი გეპრობლემება… მთავრობა ხარ?? ეს ორმაგი სტანდარტებია, ზუსტად ხალხს რომ თავგზას უბნევს…”- წერს დაჩი გრძელიშვილი.

mazda magti 5g