LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველამ ყველაფერი უნდა დაივიწყოს, მოიფიქრონ რამე რომ ქართველი ხალხი გადარჩეს: ლევან რატიანი

405
levan-ratiani-w-h

პირველი საუნივერისტეტო კლინიკის ექიმის განცხადებით, საქართველოსთვის კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი, რომელიც ახლა 4 000 ათასს გაუტოლდა, მაღალია.

რატიანი ამბობს, რომ ინფექციის შესაკავებლად გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

“ინფექცია ისე გავრცელდა ქვეყანაში, რომ აჭრელდა მთელი სამყარო, ასი ათას მოსახლეზე პირველი ვართ ინფექციის გავრცელების კუთხით, სულ ამას ვიძახდი, თუ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა, ამიტომ უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა.

ვისაც ამბიციის დავიწყება არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია პროცესის მართვა – რატიანი

ყველამ ყველაფერი კიდევ ერთხელ უნდა დავივიწყოთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ, ამოსავალი წერტილი ეს არის დღეს. მე არავის დამცველი და ადვოკატი არ ვარ. მე ერთადერთი მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რავი როგორც უნდა ისე გაიგონ. მოიფიქრონ რამე, რომ ეს ხალხი გადარჩეს ინფექცია უნდა შეკავდეს.

ორი გზა ჰქონდა მაშინ სამყაროს, კონსტიტუციური და ლიბერალური. მე არ ვიცი, სამწუხაროდ, ეკონომიკა, ერთადერთი რაც ვიცი, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე უნდა გვყავდეს, ამიტომ ვიღაცამ რაღაც უნდა მოიფიქროს, რომ ქართველი ხალხი გადარჩეს” – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g