“ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია” – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"სირცხვილი არაა, დღევანდელ სიტუაციაში ექიმს რომ ამაზე უწევს ფიცილი???"
"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... ეს უკვე გაცდა ძალაუფლებას, სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - დაჩი გრძელიშვილი
გადაცემის წამყვანმა რატიანს რამდენჯერმე ჰკითხა, ხომ არ გულისხმობდა ის ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს, თუმცა რატიანმა ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ გამოსავალია ქვეყანაში არსებული ყველა საავადმყოფო გადაკეთდეს, მინიმუმ 80% საწოლფონდი კოვიდინფექციასთან საბრძოლველად.
“ერი იქნება ეს თუ ბერი, თუ ვინც არ უნდა იყოს, საჯარო მოხელე იქნება თუ გლეხი, ყველა იქითკენ უნდა ვიყოთ მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, მას ექიმები ვერ ეხმარებიან, ამიტომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, რაც კი რამე გააჩნია. ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც შეუძლია ეს პროცესი მართოს”, — განაცხადა რატიანმა.