LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერ მოპარული რენესანსის ეპოქის შედევრი რეკორდულ თანხად გაიყიდა

148
1934

ორჯერ მოპარული და შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ნაპოვნი ტიციანის ტილო აუქციონზე გაიყიდა. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

რენესანსის ეპოქის ვენეციელი ხელოვანის შედევრი – „დასვენება ეგვიპტის გზაზე“ 1508 წელს შეიქმნა. ხის პანელზე შესრულებული ნახატი ასახავს ღვთისმშობელს, რომელსაც ხელში ჩვილი იესო უკავია, იქვეა იოსებიც. XVII საუკუნის დასაწყისში ტილო ვენეციელ ვაჭარს ეკუთვნოდა, შემდეგი ასწლეულების განმავლობაში კი მთელი ევროპის მასშტაბით ხელიდან ხელში გადადიოდა.

ივლისის დასაწყისში ნახატი გასაყიდად Christie’s აუქციონის სახლმა გამოიტანა. ლოტის სავარაუდო ღირებულება 15-25 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. საბოლოო ჯამში კი უცნობმა მყიდველმა მასში 17,6 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც ტიციანის ნამუშევრებს შორის რეკორდული მაჩვენებელია.

ტილო წარსულში ორჯერ მოიპარეს და მეორე ქურდობის შემდეგ მას 7 წლის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ ნახატი რიჩმონდში, ავტობუსის გაჩერებაზე პაკეტში გახვეული იპოვეს, ვინ დატოვა ის იქ ან რატომ – დღემდე გამოცანად რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები