LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორლანდო ბლუმის ექსმეუღლემ კეტი პერის მხარდაჭერა გამოუცხადა

231
80e01c35-1854-4df3-8a18-7a7fbeb7895e

კეტი პერის, რომელიც ცოტა ხნის წინ ორლანდო ბლუმს დაშორდა, ახლახან კი კანადის ყოფილ პრემიერ მინისტრ, ჯასტინ ტრიუდოსთან პაემანზე დააფიქსირეს, ბლუმის ექსმეუღლემ, მირანდა კერიმ მხარდაჭერა გამოუცხადა.

42 წლის მოდელმა, რომელიც მსახიობზე 2010-2013 წლებში იყო დაქორწინებული, ქსელში პერის კონცერტიდან ფოტო და ვიდეო გააზიარა, რასაც მისი გულშემატკივრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

წერენ, რომ ,,ყოველთვის სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ უჭერენ მხარს ქალები ერთმანეთს განსაკუთრებით რთულ ოჯახურ სიტუაციებში”.

ცნობისთვის, ყოფილი ცოლისგან ორლანდო ბლუმს 14 წლის ვაჟი, ფლინ კრისტოფერი ჰყავს. 2020-ში მას კეტი პერისგან ქალიშვილი, დეიზი ეყოლა. წყვილს რომანი 2016 წლიდან ჰქონდა. ისინი 2018 წელს დაინიშნენ, თუმცა არ დაქორწინებულან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები