ჯეიმს კორდენის შოუს მსვლელობისას ორლანდო ბლუმი კეიტ ბლანშეტს სიყვარულში გამოუტყდა. მსახიობმა აღიარა, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებების დროს, მას უგონოდ შეუყვარდა ჰოლივუდის ლამაზმანი.
„სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. სიგიჟემდე შემიყვარდი“, – განუცხადა ბლუმმა კეიტს.
49 წლის მსახიობმა ეს აღიარება ხუმრობად ჩათვალა და ბლუმს უპასუხა, რომ ეს არა თავად, არამედ მისი პერსონაჟი იყო. „არა, ეს მე ვიყავი“, – ამტკიცებდა ორლანდო.
შეგახსენებთ, რომ მსახიობებმა ერთმანეთი აღნიშნული ფილმის გადაღებებზე 2001 წელს გაიცნეს.