აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი,ზურაბ გურული და მისი კოლეგა ნიუ-იორკში, მაიმონდის ჰოსტპიტალში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი გეგმავენ, რომ კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილება საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარონ.
ექიმები მოქალაქეებს ონლაინ კონსულტაციას სთავაზობენ.
"იმედია, გაბედავთ. გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად".
„ქართველო კოლეგებო, გთხოვთ, საჯაროდ დაადასტუროთ, რასაც მწერდით - ბატონო თენგიზ, მე შემრცხვებოდა“
“ჩემი სტატუსი არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არც ერთი ქართველი პროფესიონალისათვის” – ზურაბ გურული
როგორც ექიმი ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს, კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული კითხვებით საქართველოდან ასეულობით წერილს იღებენ.
“ბოლო დღეებია მე და ზურაბ გურულს ასეულობით წერილი მოგვდის საქართველოდან კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებული კითხვებით. გადავწყვიტეთ facebook live-ით გამოვეხმაუროთ თქვენს შეკითხვებს და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.
ორშაბათს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე ვიქნებით facebook live-ით. გთხოვთ შეკითხვები ამ პოსტის ქვეშ დატოვეთ, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ კოვიდის ყველა საინტერესო ასპექტი.
"ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს".
ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულს უპირისპირდება
P.S. ძალიან გთხოვთ კითხვები ლაკონურად ჩამოაყალიბეთ. რთული წასაკითხია მოცულობითი ტექსტები როცა ამდენ კითხვასთან გვაქვს საქმე”,-წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქში.