LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორსულებს შეუძლიათ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გააგრძელონ“ – არსენ გვენეტაძე

494
arsengvenetade

რეპროდუქტოლოგმა არსენ გვენეტაძემ ორსულობის დროს სექსუალური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„ხშირად ექიმები ორსულებს და მათ მეუღლეებს ეუბნებიან, ახლა უნდა იყოთ და-ძმა. მთელი რიგი კვლევები, მსოფლიოს წამყვანი გაიდლაინები ამბობს, რომ სექსი ორსულობას ვერანაირად ვერ შეწყვეტს, რა ფორმით, რა ინტენსივობითაც არ უნდა ჰქონდეს, თუ არ არის იქ სისხლდენა ან ტკივილი.

ჩვეულებრივად შეუძლია ორსულს, რომ ჰქონდეს სექსი. თუ არც მანამდე უნდოდა, ახლა თავს ამაზე ვერ მოიკლავს. ვისაც სურვილი აქვს და ამის გამო თავს იკავებს, რომ  „ამან შეიძლება ორსულობა შეწყვიტოს,“, მინდა ვთქვა, რომ შეუძლიათ ჩვეულებრივი სექსუალური ცხოვრება გააგრძელონ“ – ამის შესახებ არსენ გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g