ამანდა სეიფრიდის ორსულობის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა. მას შემდეგ, 30 წლის მსახიობი ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში.
ამ დღეებში ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში ძაღლთან ერთად სეირნობის დროს შეამჩნიეს. მას სპორტული ტანსაცმელი ეცვა, რომელშიც წამოზრდილი მუცელი კარგად ჩანდა.
ამანდასთვის და ტომას სადოსკისთვის ეს პირველი შვილი იქნება. მათი რომანი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, 2016 წლის მარტში კი ნიშნობის შესახებ განაცხადეს.
