LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოსკარი 2026“ – ცერემონიის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი

516
page

15 მარტს, 98-ედ, „ოსკარების“ დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია, რომელიც წლიდან წლამდე კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად რჩება, წელსაც გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტებით იყო დატვირთული.

ტიმოთი შალამეს კრახი, ხუმრობები ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ, გვინეტ პელტროუს ,,შიშველი” კაბა – ,,ფორტუნა პლუსმა” 2026 წლის ,,ოსკარების” მთავარი მომენტები შეკრიბა.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ტიმოთი შალამემ სკანდალის გამო ,,ოსკარი” დაკარგა

წლევანდელ ,,ოსკარებზე” ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ,,საუკეთესო მსახიობი კაცის” ჯილდოსთვის ბრძოლა იყო და ბევრისთვის შედეგი მოულოდნელიც აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ შალამე (,,მარტი დიდებული”), რომელმაც იმავე ნომინაციისთვის მოიგო როგორც „ოქროს გლობუსი“, ასევე „კრიტიკოსების არჩევანის“ ჯილდო, ამერიკის კინოაკადემიის ადრეული ფავორიტი იყო, ოქროს ქანდაკება მაიკლ ბ. ჯორდანმა (,,ცოდვილნი”) მიიღო. ეს 30 წლის შალამესთვის ,,ოსკარის” მეოთხე ნომინაცია იყო და ბევრი მასზე დებდა ფსონს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც პროდიუსერებმა მასშტაბური სარეკლამო კამპანია წამოიწყეს ფილმისთვის, რომელშიც მისი შეყვარებული, კაილი ჯენერიც მონაწილეობს. თუმცა, არც წყვილის საჯარო გამოჩენამ და არც ცერემონიაზე კაილის წითელმა „გამარჯვების კაბამ” არ შეუწყო ხელი მსახიობს პირველი ,,ოსკარის” მოპოვებაში.

ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ მას სანატრელი ქანდაკება „ენაზე კბილის ვერ დაჭერამ“ დააკარგვინა.

ამასთან, საღამოს წამყვანმა, კონან ო’ბრაიანმა, შალამეს დაუნდობლად დასცინა: „დაცვა დღეს განსაკუთრებით გაძლიერებულია… გვეშინია, ოპერისა და ბალეტის დასები არ დაგვესხან თავს,“ – იხუმრა კომიკოსმა სცენიდან.

ამრიგად, მაიკლ ბი. ჯორდანი გახდა მეექვსე შავკანიანი მამაკაცი, რომელმაც ,,ოსკარების” ისტორიაში ,,საუკეთესო მსახიობი მამაკაცის” კატეგორიაში გაიმარჯვა.

ვიდეო: ტიმოთი შალამეს პირველი რეაქცია, როცა გამარჯვებულად მაიკლ ბი ჯორდანი დაასახელეს

ხუმრობები ლეონარდო დიკაპრიოზე

თავისი მონოლოგის სხვა მომენტში, ო’ბრაიანმა ლეონარდო დიკაპრიოსაც დასცინა. წამყვანმა ხუმრობით აღნიშნა, თუ რამდენად ხშირად ხდება 51 წლის დიკაპრიო მიმის საგანი.

სხვათა შორის, ლეო ცერემონიაზე ახალი იმიჯით – ულვაშებით გამოჩნდა.

მოდით, ახლავე შევქმნათ ახალი ლეოს მიმი! ეს არის გრძნობა, რომელიც გეუფლება, როცა არ დათანხმდი“, – თქვა ო’ბრაიენმა, რა დროსაც დიკაპრიომ შესაბამისი ქცევა გამოავლინა.

ლეონარდო დიკაპრიომ რჩეული, ვიტორია ჩერეტი ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე პირველად მიიყვანა

გვინეტ პელტროუს „შიშველი“ კაბა

მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის პელტროუმ ითამაშა ფილმში „მარტი დიდებული“, რომელიც ცხრა ,,ოსკარზე” იყო ნომინირებული, ის ოსკარის ნომინანტთა სიაში არ იყო. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა, ყურადღება სხვა გზით მიეპყრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა თასმების გარეშე, სპილოსძვლისფერი აბრეშუმის Giorgio Armani Privé-ის კაბით, რომელსაც ფართო გვერდითი ჭრილები ჰქონდა. პელტროუს ლუქს, რომელსაც მბზინავი, გამჭვირვალე შარვალი ასრულებდა, ,,შიშველი” უწოდეს.

ენ ჰეთეუეის „ახალი სახე”

43 წლის ჰეთეუეიმ, რომელიც ამჟამად ფილმის „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ პოპულარიზაციითაა დაკავებული, რაც სცენაზე ანა ვინტურთან ერთად გამოჩენითაც თვალშისაცემი იყო, წითელ ხალიჩაზე ყურადღება თავისი გლუვი, ახალგაზრდული კანით მიიპყრო.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტმა სოციალურ მედიაში სპეკულაციების აურზაური გამოიწვია. „რა გაუკეთა ენ ჰეთეუეიმ სახეს და რატომ?“ – იკითხა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა X-ზე. მეორემ დაწერა: „ენ ჰეთევეი თავის ახალ სახეს აჩვენებს“.

ცნობისთვის, 2025 წლის გაზაფხულზე გავრცელდა ხმები, რომ ჰეთეუეიმ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

,,ოსკარი” ,,საუკეთესო ფილმისთვის” One Battle After Another-მა მოიგო

98-ე ოსკარის დაჯილდოებაზე მთავარი ბრძოლა ნომინაციების რეკორდსმენ, საშინელებათა დრამას – „ცოდვილნი“ (16 ნომინაცია) და პოლიტიკურ თრილერს – „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“ (13 ნომინაცია) შორის გაიმართა. One Battle After Another საბოლოოდ საღამოს მთავარ გამარჯვებულად იქცა – ექვსი ქანდაკება (მათ შორის ,,საუკეთესო ფილმის” კატეგორიაში), ხოლო მისმა მეტოქემ მხოლოდ ოთხი ჯილდო (მათ შორის ,,საუკეთესო მსახიობი კაცის” კატეგორიაში) მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც ,,ოსკარზე” ,,საუკეთესო მსახიობი კაცის” კატეგორიაში მეექვსედ იყო ნომინირებული, მისი შეყვარებულის, ვიტორია ჩერეტის მხარდაჭერის მიუხედავად, ქანდაკების გარეშე დარჩა. თუმცა, 51 წლის მსახიობს უკვე აქვს ჯილდო: მან პირველი ,,ოსკარი” ამ ნომინაციაში 2016 წელს მოიგო ფილმისთვის „გადარჩენილი“.

რუსული სიტყვა სცენიდან

ეს მოხდა ,,საუკეთესო დოკუმენტური ფილმის” ნომინაციაში გამარჯვებულის სიტყვით გამოსვლისას. ამ კატეგორიაში გაიმარჯვა ფილმმა „ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ“ – დოკუმენტურმა ფილმმა რეალურ რუს მასწავლებელზე, პაველ ტალანკინზე, რომელმაც აღწერა, თუ როგორ შეიცვალა საგანმანათლებლო პროცესი მის სკოლაში მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.

ტალანკინი თავად მონაწილეობდა ფილმში და იყო მისი თანარეჟისორი, ხოლო დაჯილდოებაზე მან თავისი გამოსვლის ნაწილი რუსულ ენაზე წარმოთქვა. მისი სიტყვები მაყურებლისთვის ინგლისურად ითარგმნა. გამოსვლაში მან ემოციური განცხადება გააკეთა ბავშვებზე და ომზე, ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვარსკვლავების ნაცვლად ციდან ბომბები და დრონები ცვივა და გააკეთა მოწოდება კონფლიქტების დასრულებისკენ.

ამასთან, ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის” ნომინაციაში კიდევ ერთი რუსული ფილმი, კონსტანტინ ბრონზიტისსამი და“ იყო ნომინირებული, რომელიც „გოგონასთან, რომელიც მარგალიტებს ტიროდა“ დამარცხდა.

შონ პენს ოსკარის ქანდაკება მიენიჭა, თუმცა ის ცერემონიას არ დაესწრო

წელს განსაკუთრებით ძლიერი იყო ,,მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცის” კატეგორია. ჰოლივუდის ვეტერანები, 74 წლის სტელან სკარსგარდი და 73 წლის დელროი ლინდო პირველად წარადგინეს ჯილდოზე. თუმცა, აკადემიის არჩევანი შონ პენზე შეჩერდა, რომელიც ,,ოსკარის” ორგზის მფლობელი იყო.

65 წლის მსახიობი ცერემონიას არ დასწრებია: ზოგიერთი ცნობით, მან საღამო უკრაინაში მოგზაურობის გამო გამოტოვა.

ფილმის – „ცოდვილნი“ ოპერატორი ისტორიაში შევიდა

ავტომ დურალდე არკაპაუ პირველი ქალი გახდა, რომელმაც ,,ოსკარი” ,,საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის” მოიპოვა. არკაპაუ, რომელიც ფილიპინური და აფროამერიკული კრეოლური წარმოშობისაა, ასევე პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელიც ოდესმე პრემიაზე წარუდგენიათ.

სამადლობელ სიტყვაში მან თქვა: „ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და ძალიან მინდა, რომ ამ ოთახში მყოფი ქალები ფეხზე წამოდგნენ, რადგან ვგრძნობ, რომ თქვენ გარეშე ამას ვერ შევძლებდი“.

ვარსკვლავები მის სიტყვას დაემორჩილნენ და დარბაზში მსხდომი ყველა ქალი ფეხზე აპლოდისმენტებით წამოდგა.

იშვიათი ფრე

მსახიობმა კუმაილ ნანჯიანი, რომელმაც ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის” კატეგორია წარადგინა, გამარჯვებულის ამოკითხვამდე წამიერად შეჩერდა.

ფრე. არ ვხუმრობ, ფრე“, – თქვა მან.

გაირკვა, რომ ამ ნომინაციაში საბოლოოდ, ორმა ფილმმა გაიმარჯვა: „მომღერლები“ ​​და „ორი ადამიანი ცვლის ერთმანეთს“.

,,ოსკარების” ისტორიაში ჯილდო მხოლოდ ექვსჯერ ,,გატყდა”.

დასამახსოვრებელი გზავნილები დიდი ადამიანებისადმი

ეს წელი განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დანაკარგებით აღინიშნა კინოინდუსტრიის გიგანტებს შორის: გარდაიცვალნენ რობ რაინერი, დაიან კიტონი და რობერტ რედფორდი. კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია ამ მოვლენებს ცერემონიაზე გამოეხმაურა და თითოეულ ამ ლეგენდას მემორიალურ ნაწილში განსაკუთრებული მომენტი მიუძღვნა.

ვიდეო: ემოციების კორიანტელი „ოსკარებზე“ – 83 წლის ბარბრა სტრეიზანდმა რობერტ რედფორდს საკულტო სიმღერით პატივი მიაგო

წამყვანმა „ოსკარების“ მონოლოგი ჯეფრი ეპშტეინზე ხუმრობით გახსნა, რამაც დარბაზი შოკში ჩააგდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები