წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ბრიტანელ მსახიობს, ოლივია კოლმანს გადაეცა. 45 წლის მსახიობმა ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდო იორგოს ლანთიმოსის ფილმისთვის „ფავორიტი“ მიიღო. ამავე ფილმისთვის კოლმანმა ბრიტანეთის კინოაკადემიის პრიზიც აიღო, ხოლო ცოტა უფრო ადრე, სერიალისთვის „ღამის მენეჯერი“ „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა.
მედიამ გადაწყვიტა, ცოტა უფრო მეტი გაიგოს მსახიობის შესახებ, რომელმაც ყველა პრესტიჟული ჯილდოს მიღება შეძლო. ოლივია 1974 წელს ნორფოლკში დაიბადა, მისი დედა მედდა, ხოლო მამა, გეოდეზისტი იყო. მეუღლე ედ სინკლერი ოლივიამ 1993 წელს გაიცნიო, მაშინ ის 19 წლის გახლდათ. წყვილი 2001 წელს დაქორწინდა და თანაცხოვრებიდან მათ 3 შვილი ჰყავთ.
რაც ეხება კინოს, თავდაპირველად კოლმანი ბირიტანულ სერიალებში, ეპიზოდურ როლებში ჩნდებოდა. ამ დროს მისი შესამოსავალი ისეთი მცირე იყო, რომ ის დამატებით დამლაგებლად მუშაობდა. ამის შესახებ მან „ოსკარზე“, სამადლობელ სიტყვაში განაცხადა. ყველაზე დიდი წარმატება კი მსახიობთან 2011 წელს მოვიდა, როდესც მას ფილმში „ტირანოზავრი“ მთავარი როლი შესათავაზეს, რამაც მას სანდენსის კინოფესტივალის ჯილდო მოუტანა.