წლის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი, ალისია ვიკანდერი უკვე შეუდგა მუშაობას. ცნობილი ხდება, რომ მსახიობმა დატოვა ლოს-ანჯელესი და ევროპაში გაფრინდა ჯეი ემ ლედგარის რომანის, „ჩაძირვის“ ეკრანიზაციაში მონაწილეობისთვის. წიგნი, დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, ჯეიმს როისის ისტორია მოგვითხრობს, რომელიც სომალში ჯიჰადისტებს ჰყავთ დატყვევებული. ეს უკანასკნელი ტყვეობაში ყოფნისას საყვარელ ქალს დენიელს იხსენებს, რომელიც თავის მხრივ საზღვაო ექსპერტი და ბიომათემატიკოსია. სწორედ დენიელის როლს შეასრულებს ფილმში ალისია ვიკანდერი, ხოლო მამაკაცის როლზე ჯეიმს მაქევოი დაამტკიცეს. პროექტის ხელმძღვანელი უილ ვენდერსია.
რაც შეეხება უახლოეს პროექტებს, მალე ეკრანებზე გამოდის ფილმი The Light Between Oceans, სადაც ალისია ვიკანდერთან ერთად მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი ასრულებს.