LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ოსკაროსანი” კეიტ ბლანშეტის მოულოდნელი გამოჩენა Squid Game-ში – უნდა ველოდოთ თუ არა ,,კალმარის თამაშის” ამერიკულ ვერსის?

146
photo-collage.png

Netflix-ის გახმაურებული სერიალი – Squid Game მესამე სეზონით დასრულდა, თუმცა სატელევიზიო შოუს ფინალურ სცენაში კეიტ ბლანშეტის მოულოდნელმა გამოჩენამ ქსელში კითხვები გააჩინა. ,,ოსკარის” ორგზის გამარჯვებული ავსტრალიელი მსახიობი სერიალის უკანასკნელი ნაწილის ბოლო კადრებში, საიდუმლო ქალი რეკრუტერის როლში ვიხილეთ.

მოქმედება ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს, სადაც კეიტის პერსონაჟი უსახლკაროს ქუჩაში Ddakji-ის ეთამაშება. სატელევიზიო შოუს პირველი სეზონის მიხედვით, ,,კალმარის თამაშში” მონაწილეობისთვის გმირებს სწორედ ამ თამაშის შემდეგ იწვევდნენ.

საუბრობენ, რომ ბლანშეტის გაელვება Squid Game-ში რაღაც ახლის მომასწავლებელია. სიუჟეტით იკვეთება, რომ სასიკვდილო თამაშები არ გაჩერებულა, პირიქით ისინი საკმაოდ გლობალურია.

დადის ხმები იმაზეც, რომ სულ მალე სერიალის ამერიკულ სპინ-ოფსაც გადაიღებენ, რომლის რეჟისორი, დევიდ ფინჩერი იქნება.

ამასთან, ბლანშეტის ხილვა სერიალში შეგვიძლია კორეული სერიალებისთვის დამახასიათებელ ეფექტურ დასასრულადაც მივიჩნიოთ, რომელიც გვამცნობს, რომ ,,სისტემა კვლავ მძლავრია”.

უნდა ველოდოთ თუ არა ,,კალმარის თამაშის” ამერიკულ ვერსის? – ,,ნეტფლიქსს” ოფიციალური კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაცია მესამე სეზონის ბოლო სცენის მინიშნებებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ Squid Game ,,ნეტფლიქსზე” 2021 წელს გამოვიდა და ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა. სამხრეთ კორეულ დრამაში საბავშვო თამაშები სისხლიან შეჯიბრებადაა ქცეული, თუმცა საპრიზო თანხა მონაწილეებს თამაშის დატოვების ცდუნებას აძლევინებს. სერიალის მეორე და მესამე სეზონები მაყურებელმა, წელს იხილა.

2023 წელს, Netflix-მა Squid Game-ის მოტივებზე რეალითი შოუც გამოუშვა. სერიალისგან განსხვავებით, Squid Game: The Challenge-ში, რა თქმა უნდა, არავინ მომკვდარა, თუმცა თამაშების სპეციფიკა, გადასაღები მოედანი, მოთამაშეების ჩაცმულობა და სხვა დეტალები, სწორედ ,,კალმარის თამაშის” ესთეტიკას იმეორებდა. ,,ნეტფლიქსი” რეალითი შოუს გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს.

Google-ში Squid Game-ის ,,სერჩვისას” თამაშის მოსაწვევს მიიღებთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები