ოსლოს „აეროექსპრესი“ სანტა კლაუსის ქუდიანი მგზავრებისთვის უფასო იქნება. კომპანია „Flytoget”-მა საშობაოდ საკმაოდ საინტერეო აქცია დაიწყო. 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე აეროპორტიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი მატარებელი სრულიად უფასო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საშობაო განწყობა აქვთ და ამ განწყობას სხვებსაც სიამოვნებით უზიარებენ. ერთადერთი პირობა კი სანტას ქუდი და ბენდიერი ღიმილია.
აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთთან აეროპორტსა და ქალაქს აკავშირებს. მგზავრობა 22 წუთი გრძელდება და ბილეთის ღირებულება 180 ნორვეგიული კრონია.