იწყება აქტიური ტურისტული სეზონი და საქართველოში განთავსების ობიექტები სტუმრების მისაღებად განსაკუთრებულად ემზადებიან.
ოთახი ტბაზე (Lake Room) – ამ სახელწოდებით ბაზარზე დასვენებისთვის ახალი სივრცე გამოჩნდა, რომელიც მდებარეობს თიანეთის რაიონში, დაბა სიონში. კოტეჯი გათვლილია 2-3 ადამიანზე. ოთახში დაგხვდებათ ორსაწოლიანი ლოგინი, დივანი მისაღებში, სამზარეულო, გაზქურა, ჭურჭელი და თეთრეული. დამატებით მომსახურებაში შედის ძრავიანი ნავით გასეირნება სიონის ტბაზე და პიკნიკი ტბის უკაცრიელ ნაპირებზე, ან ველოსიპედებით გასეირნება ტბის გარშემო.
კომუნიკაციები: სახლში საწყის ეტაპზე არის მხოლოდ ცივი წყალი. ელექტროენერგია მუდმივია და მზის სისტემაზე მუშაობს. სველი წერტილები სახლშია.
კოტეჯის ღირებულება 1 ღამით: 140 ლარი 2-3 ადამიანზე