საქართველოსნაირი გეოპოლიტიკის მქონე ქვეყნისთვის ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი პროდუქტის ექსპორტისას მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. ამის შესახებ განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ გააკეთა.
”ბიზნესმენები, რომლებმაც იციან ის რისკები, რაც შეიძლება ბაზარს მოჰყვეს, უკვე ცდილობენ, რომ თავიანთი პორტფელები მაქსიმალურად დივესრიფიცირებული იყოს. ბაზრის რისკები შეიძლება ბევრი რამით იყოს გამოწვეული. მაგალითისთვის ყოველთვის მომყავს უკრაინა. საქართველოს უკრაინასთან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა და რეალიზაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი იყო. მაგრამ, ცნობილი მოვლენების გამო, ჩვენ ეს ბაზარი 60%-ით შეგვიმცირდა. მართალია, ვითარება ნელ-ნელა სტაბილიზდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც იყო”, – განმარტა ოთარ დანელიამ.
მისივე თქმით, სავაჭრო სივრცე საქართველოსთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან დსთ-სთან, თურქეთთან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოქმედებს, თუმცა რისკი ყველა ბაზარზე თანაბარია და ამიტომ კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა დაიზღვიონ თავი.