LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ დანელია: საქართველოში ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მზარდი ტენდენციაა

86

საქართველოში ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების მზარდი ტენდენციაა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ „ამბასადორიალი 2016“-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში, ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე სამუშაო სესიაზე ისაუბრა.

მინისტრმა ყურადღება  ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე გაამახვილა და აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან, იაპონიასთან, კორეასთან სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

„ქართული თხილის, კივის, ლურჯი მოცვის, მწვანილისა და სხვა მცენარეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შეუფერხებლად ხორციელდება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით. უმნიშვნელოვანესია ის შედეგები, რაც ბაზრების დივერსიფიკაციის შედეგად მივიღეთ. საერთაშორისო სტანდარტების, ახალი რეგულაციების დანერგვით დარგი ეფექტიანად ვითარდება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ და აღნიშნა, სოფლის მეურნეობა დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის სისტემური ცვლილებები განხორციელდა.

აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით გაწეული სამუშაოს ანგარიშის შესახებ საუბრისას, ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  შექმნილია 150 ახალი და გადაიარაღებულია 700-ზე მეტი საწარმო; სახელმწიფოს ხელშეწყობით გაშენდა 5 000 ჰექტარზე მეტი ახალი ბაღი, დაზღვეულია 200 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია.

სამუშაო სესიას საქართველოს 91 სრულუფლებიანი ელჩი, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,ამბასადორიალი 2016” 26 ივლისს გაიხსნა და 29 ივლისამდე გაგრძელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები