„18 წელია ისრაელში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და არასოდეს არ შემშინებია. ახლაც არ ჩავვარდნილვარ პანიკაში, რადგან ალბათ უკვე მივეჩვიო ამ ვითარებას, თუმცა ეს იყო ისეთი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ერთხელ განიცადოს ცხოვრებაში, ან საერთოდ არ განიცადოს, სტრესიც არ იყო სიზმრის დონეზე იყო, ვერ გადმოგცემთ, იმდენად გრანდიოზული რაღაც მოხდა…“ – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩართვისას, ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, თეა შეროზიამ განაცხადა.
თეა შეროზია, რომელიც უკვე წლებია ისრაელში ცხოვრობს სასწაულებრივად გადაურჩა ისრაელის ქალაქ ბათ-იამში ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს.
ქართველი ემიგრანტი ემოციების გარეშე ვერ იხსენებს იმ ღამეს მომხდარ შემზარავ სარაკეტო დარტყმას, რომელმაც მისი ბინის გვერდზე მდგომი კორპუსი დაანგრია და ემიგრანტის საცხოვრებელი კორპუსი ჩამოშალა:
„ესემესი“ მიუვიდათ თქვენს კორპუს რაკეტა უახლოვდებაო… ის ის იყო სამალავში ჩავიდნენ, აფეთქების და ნგრევის ხმა გაიგეს… რაკეტა მეზობელ კორპუს დაეცა, რომელიც შუაზე გაიხლიჩა, ჩამოიშალა ჩემების კორპუსიც “ – რას წერს ინფლუენსერი, რომლის ემიგრანტი და სასწაულებრივად გადაურჩა ირანის მიერ ისრაელის დაბომბვას
ინფლუენსერი დავით შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას ემიგრანტი დის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
„ქალაქ ბათ-იამში ხალხი შეშინებულია, ასეთი მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა აქ არასდროს არ მომხდარა ერთი დაცემული რაკეტა ანგრევს დაახლოებით 20 მაღალსართულიან შენობას.
წარმოიდგინეთ ხალხი როგორაა დაპანიკებული. 18 წელია ისრაელში ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და არასოდეს არ შემშინებია. ახლაც არ ჩავვარდნილვარ პანიკაში, რადგან ალბათ უკვე მივეჩვიო ამ ვითარებას, თუმცა ეს იყო ისეთი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ერთხელ განიცადოს ცხოვრებაში ან საერთოდ არ განიცადოს, სტრესიც არ იყო სიზმრის დონეზე იყო, ვერ გადმოგცემთ, იმდენად გრანდიოზული რაღაც მოხდა…
ვიყავით 4 სართულიანი შენობის სამალავში 1 სართულზე. იყო ძალიან ძლიერი აფეთქების ხმა და მომენტალურად დაბნელდა ჩვენი სამალავი, ჩაქრა შუქები და შეწყდა ადამიანების სუნთქვა.
პირველად გავიფიქრე ცხოვრებაში, რომ ჩვენ გარდავიცვალეთ, ეს შეგრძნება იყო. შემდეგ მივხვდით, რომ აქ ვართ და არაფერი დამთავრებულა. ჩემი 17 წლის გოგო ჩავარდა ისტერიკაში, დაიჭრნენ სამალავთან ახლოს მსხდომი ბავშვები. იყო სერიოზული პანიკა, ჩახერგილები ვიყავით…
გვერდით კორპუსში ორი მოზარდი გარდაიცვალა. 7 ადამიანი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ჩამარხული, არ ვიცი რით დასრულდა ეს ყველაფერი, ახალ ამბებს ვეღარ მოვუსმენ არ შემიძლია.
დანგრეულია ჩვენი სახლი, იმ საწოლებიდან, რომლიდანაც ნახევარი წუთით ადრე ავდექით, ყველაფერი ჩაიტანა… არ ვიცი როგორ გადავრჩით“, – ამბობს „ტვ პირველთან“ თეა შეროზია.
„თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა“ – ისრაელის თავდაცვის მინისტრი
„თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა […]
შეგახსენებთ, CNN-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით, საერთო ჯამში, 370 ბალისტიკური რაკეტა და ასობით დრონი ისროლა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ორშაბათს დილის მონაცემებით, ისრაელში, საერთო ჯამში, 24 ადამიანი დაიღუპა და 592 დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.
ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანში, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.