მომღერალმა ოთო ნემსაძემ დადო ფოტო, სადაც ის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავს. როგორც ირკვევა, მომღერალმა ამ ფორმით გადაწყვიტა, ქუჩის მუსიკოსებს დახმარებოდა, თავის მეგობრებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზეც დაწერა, „არაფერი, ბიჭებს მივეხმარე…“ – წერს ოთო.
ოთოს ამ ნაბიჯმა სოციალურ ქსელში მის მეგობრებს შორის გამოხმაურება გამოიწვია. მას ეს ნაბიჯი მოუწონეს.