LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ბურჭულაძის დაპატიმრებას მსოფლიო ვარსკვლავები ეხმაურებიან და ქართველ ბანს მხარდაჭერას უცხადებენ: „ქედს ვიხრი ამ უდიდესი სიმამაცის კაცისა და არტისტის წინაშე. სოლიდარობა პაატას!..“

4230
პაატა ბურჭულაძე

მსოფლიოში აღიარებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის დასაცავად ვარსკვლავები გაერთიანდნენ და მას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ. გთავაზობთ მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებებს.

ჟან ლუის გრინდა, მონტე კარლოს თეატრის სამხატვრო მრჩეველი, მონაკოს ეროვნული საბჭოს წევრი, რეჟისორი

პაატა ბურჭულაძე (70 წლის), ჩემი უძვირფასესი მეგობარი გუშინ თბილისში  დააკავეს იმის გამო, რომ წაიკითხა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა პრორუსული მთავრობის ლეგიტიმურობას. მას ცხრა წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა! მოვუწოდებ ყველას, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მთელს მსოფლიოში და აფასებდა მის უდიდეს ადამიანურ თვისებებს, ჩემსავით აღშფოთდნენ და მოითხოვონ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება. ქედს ვიხრი ამ უდიდესი სიმამაცის კაცისა და არტისტის წინაშე. სოლიდარობა პაატას!

ჯოზეფ კალეია, მსოფლიოში აღიარებული ტენორი

თუ ეს სიმართლეა, ეს ნამდვილად შოკისმომგვრელია. გარდა იმისა, რომ პაატა სიმბოლოდ მიიჩნევა, ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა გააცნობიერებს თავის უგუნურებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს მას.

ალექსანდრ ციმბალიუკი, აღიარებული უკრაინელი ბანი

თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ვდგავარ სოლიდარულად მათთან, ვინც მხარს უჭერს დიდ მომღერალს, საქართველოს სახალხო არტისტსა და გაეროს კეთილი ნების ელჩს – პაატა ბურჭულაძეს. პირადად ვიცნობ მას ოცდაათ წელზე მეტი ხანია, როგორც არტისტს, მენტორს და უსაზღვრო სიკეთის მქონე ადამიანს, რომელმაც მრავალ, მათ შორის მეც, დახმარება გამიწია.

პაატა მუდამ იცავდა ღირსებას, სამართლიანობასა და სამშობლოს სიყვარულს. ის არ უნდა დაისაჯოს საკუთარი რწმენისა და შეხედულებების გამო. ხვალინდელი სასამართლო – ეს გამოცდაა თავად სამართლიანობისთვის. თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! . სინდისის თავისუფლება!. საქართველოს თავისუფლება!

მარია გულეგინა, აღიარებული მომღერალი

ღმერთო, დაიფარე პაატა ბურჭულაძე, საქართველოს ნამდვილი გმირი და პატრიოტი!

რობერტო სკანდიუცი, მსოფლიოში აღიარებული ბანი

მეგობრობისთვის, მრავალწლიანი პატივისცემისთვის, მაგრამ უპირველესად იმისთვის, რომ აზრის გამოხატვის უფლება წმინდაა და ასევე წმინდაა მისი გაპროტესტების უფლებაც… სულ მცირე მანამ, სანამ დემოკრატიას აზრი აქვს!

ანიტა რაჭველიშვილი, საოპერო მომღერალ

ის თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტია. დიდი ადამიანი! ამ ამბით აბსოლუტურად განადგურებულები ვართ და საქართველოში არსებული ვითარება აბსოლუტურად აუტანელია!

მარა ზამპიერი, საოპერო მომღერალი

ძალიან შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენი ძვირფასი კოლეგა პაატა არ იმსახურებს ცხრა წელს ციხეში. გთხოვთ, გავავრცელოთ ეს ამბავი!

ქრისტოფოროს სტამბოლისი

ახლახან კრეგ რუტენბერგის გვერდზე წავიკითხე, რომ დიდი პაატა ბურჭულაძე საქართველოში პოლიტიკური მიზეზებით დააპატიმრეს! მსოფლიო მოითხოვს ამ მნიშვნელოვანი არტისტის გათავისუფლებას, რომელიც თავად კარაიანმა „ახალ შალიაპინად“ მოიხსენია.

ფრანჩესკო მუსინუ, აღიარებული საოპერო მომღერალი

მძიმე დროა ასეთ ქვეყნებში მცხოვრებთათვის – დემოკრატია ნელი გზაა, რომელიც მოითხოვს მსხვერპლსაც მათგან, ვინც მზად არის თავგანწირვისთვის. ვიმედოვნებ, რომ პაატასთვის ყველაფერი მალე მოგვარდება.

მარი-ანჟ ტოდოროვიჩი, მომღერალი

მოდით, ერთად დავდგეთ! რა სირცხვილია!

ლაურენტ კამპელობი, დირიჟორი

სოლიდარობა ამ დიდ ხელოვანს!

ლუიზა მაიერ

შესანიშნავი მომღერალი, მუსიკოსი და ადამიანი. გამიმართლა, რომ ლიეჟში ცოტა ხნით შევხვდი და  კოლეგების წარმოდგენებს დავესწარი. ახლა ამ შესანიშნავი ადამიანის ახალ, უცნობი აღმოვაჩინე: თავისი ქვეყნის, საქართველოს პატრიოტი, რომლისთვისაც ის მზადაა იტანჯოს და იბრძოლოს!

ჟან კრისტოფ კეკი, დირიჟორი

ძვირფასო პაატა, მთელი გულით გიჭერთ მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩვენგანის ხმა შესმენილი იქნება.

პაოლა სკარტლიტი, მომღერალი

მსოფლიო სრულიად შეიშალა!

მიშელ შარაპენი, მომღერალი

პაატა ბურჭულაძე (70 წლის) გუშინ დააკავეს თბილისში განცხადების წაკითხვისთვის, რომელშიც ეჭვქვეშ აყენებდა პრორუსული მთავრობის ლეგიტიმურობას.

ჟან-ფრანსუა ვინჩიგერა, მომღერალი

 მქონდა პატივი, 1992 წელს პარიზის ბასტილიის ეროვნულ ოპერაში, ხორხე ლაველის „ფაუსტში“ პაატა ბურჭულაძესთან ერთად მემღერა. 25 წლის ვიყავი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ბრწყინვალე ბანი, მშვიდობიანი,  ერთგული ადამიანი. ღრმად მადლიერი ვარ მისი. სოლიდარობა!

სვეტლანა ლიფარი, ოპერის მომღერალი

ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება! ასეთი გულწრფელი ადამიანი, ასეთი დიდი არტისტი! სირცხვილია!

ნიკოლას მოტარტი

ნამდვილი სკანდალი! ეს სამყარო სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება, ჩვენ ბატონობის არეალში შევედით. მხნეობა, მაესტრო! თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს!

შანტალ გლაუდე, მომღერალი

მხნეობა პაატას! მე, რომელიც შენ გვერდით ვმღეროდი, ვიცი, რა გულის მქონე ადამიანი ხარ. შენზე ვფიქრობ.

მარკ ლარჩერი, მომღერალი

რა საშინელი ამბავია. აღშფოთებული ვარ!

კლეოპატრა იულიანა სიურკა, მომღერალი

 სრული სოლიდარობა! დაე, ის უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს!

ჯეიმს პატრიკ რაფთერი

ძალიან გამიმართლა, რომ ამ დიდებულ მომღერალთან ერთ სცენაზე ვიდექი!

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა „რუსთაველის გამზირის” ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მაჯგალაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს.

მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g