LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა ხაჩიძე: „6 წლიდან სცენაზე ვდგავარ, არავის აქვს უფლება, სიმღერაზე უარი გვათქმევინოს, ჩემთვის მიუღებელია ახალი წესები, რომლითაც გარეშე ძალები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს! მოღალატეები კი ილაპარაკებენ ბევრს, რათა დამალონ თავისი ღალატი“

209
პაატა ხაჩიძე

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საახალწლო კონცერტებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასა და მუსიკალურ წრეებში გამოთქმულ არაერთგვაროვან მოსაზრებებს, მომღერალი, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი პაატა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც პაატა ხაჩიძე წერს, „არავის აქვს უფლება, ხელი გამოიშვიროს და სიმღერაზე უარი ათქმევინოთ“. მისივე თქმით, „მიუღებელია ახალი წესები, რომლითაც გარეშე ძალები ახალგაზრდებზე ზეგავლენას ახდენენ“.

„ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო… ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ“ – „ტრიო თბილისის“ სოლისტი ზაზა მამალაძე

„მოგესალმებით! 6 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ბორჯომის კულტურის სახლის კედლებში გავიზარდე და კარგად მახსოვს აფხაზეთის ომის პერიოდი და მძიმე დღეები, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიდექი სცენაზე და ვმღეროდი ჩვენს დაღუპულ გმირ ბიჭებზე და არავის არ უთქვამს, რომ სცენიდან ჩამოვსულიყავი, პირიქით, ხალხიც ბევრი ესწრებოდა და ერთად ვატარებდით ამ მძიმე წლებს მაშინდელი ახალგაზრდობა!

დღეს არავის აქვს უფლება, ხელი გამოიშვიროს და სიმღერაზე უარი გვათქმევინოს, ახალი წესები ჩემთვის მიუღებელია, რომელი წესებითაც გარეშე ძალები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ახალგაზრდებზე, ახალი წელი ასოცირდება სიხარულთან, ქრისტეს შობასთან, ერთმანეთის სიყვარულთან და არავის უთქვამს 47 წლის მანძილზე, რომ ეს გლოვის დღეებია, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი და ადგილი აქვს!

ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს! მოღალატეები კი ილაპარაკებენ ბევრს, რათა დამალონ თავისი ღალატი და შეფუთონ გაუგონარი უშინაარსო სიმართლე, შვილებს მეტი დრო დავუთმოთ, რომ ისწავლონ, პირველ რიგში, სამშობლოს სიყვარული! ყველას მინდა გისურვოთ მშვიდობა, სიკეთე და სიყვარული. საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ – წერს პაატა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

„ერისიონი“: „ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს“

მოგესალმებით ! 6 წლიდან სცენაზე ვდავარ ბორჯომის კულტურის სახლის კედლებში გავიზარდე და კარგად მახსოვს აფხაზეთის ომის…

Posted by პაატა ხაჩიძე on ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g