LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, EU-ის დროშა გამოფენილი არ არის – ეს არის მიზანმიმართული ქმედება 

138
პაატა მანჯგალაძე

„იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე ევროკავშირის დროშა გამოფენილი არ არის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა და თქვა, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ.

აღნიშნული განცხადებით მანჯგალაძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის ფასადზე, 2022 წლისგან განსხვავებით, გამოფენილი არ არის ბანერები ევროპის დროშის გამოსახულებით, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია.

დეპუტატის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე:

„ქართულ ოცნებას“ უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ – საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო.

ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე.

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის, არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით – მაკა ბოჭორიშვილი 

შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა NATO-ზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ „ლიბერალურ ფაშიზმზე“ არის დუგინის დოქტრინა.

შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება“. – განაცხადა მანჯგალაძემ.

„მოგიწოდებთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა” – მამუკა ხაზარაძე

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g