LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ 84-დეპუტატიანი უმრავლესობა ჰყავდეს, კობახიძეს, ცაგარეიშვილს და სხვებს დასასვენებლად გავუშვებდი, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ

37
BeFunky-collage

დასავლეთში ყველამ კარგად იცის, რომ “ქართული ოცნებიდან” არანაირი გამოყოფილი 9 ადამიანი არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის მესიჯების გამხმოვანებელი 9 დეპუტატი, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებას, რომ ანტიდასავლური რიტორიკა შემაშფოთებელია და მნიშვნელოვანია.

“თუ რუსულ ჭაობში ჩაიძირება საქართველო, ეს არის “ქართული ოცნებისთვის” ხსნის გზა. ეს არის “ქართული ოცნების” პროპაგანდა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ რომ 84 დეპუტატიანი უმრავლესობა ჰყავდეს პარლამენტში, კობახიძეს, ცაგარეიშვილს და სხვებს დასასვენებლად გავუშვებდი, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელი არ შეეშალათ”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, აშშ არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი.

“დიახ ამის ახსნა სჭირდება “ქართულ ოცნებას”, რომ ამერიკა არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, ის იმიტაციას ქმნის, რომ თითქოს დასავლეთში უნდა, მაგრამ სინამდვილეში ის უნდა, რასაც ახმოვანებენ ბიძინას დეპუტატები,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები