LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ. ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?“

297
BeFunky-collage

„თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ. ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძე: „სოფელ კირბალში ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს უფრო მკაცრი ზომები მიეღოთ და ტაძრის კარები აეჭედათ“

„რისი ევროკავშირში შემყვანია ქართული ოცნება, გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა.

გამოიყვანეს მღვდლები და ალაპარაკეს სისულელე, რომ თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები. უფრო მეტიც, ჯაღმაიძემ თქვა, თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილა, გავაღიზიანეთ რუსები იმით, რომ ვიღაცას ქართულ სოფელ კირბალში აუფრიალებია საქართველოს დროშა.

ახლა უცებ მახსენდება, თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ. ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?“ -აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g