LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „ვიდრე ხალხის მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ… ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეთანხმებით“

119
პაატა მანჯგალაძე

„რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი – ვიდრე ხალხის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა, მანამდე არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხალხის მოთხოვნებს ეთანხმება:

კახა კალაძე ოპოზიციაზე: „გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, მნიშვნელობა არ აქვს – ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ“

„როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“

„რაღაც გასართობად ექცა რეჟიმს, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. თვითმმართველობის არჩევნებამდე ლამის 7 თვეა დარჩენილი, მაშინ როცა ქუჩაში 110 დღეზე მეტია ადამიანები გამოსულები არიან და ითხოვენ -ხელახალ არჩევნებს, მოძალადეების დასჯას და ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ ხალხთან ერთად, ეს დევს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის მაგიდაზე და სხვა საკითხებს არ განვიხილავთ. ჩვენ ვართ ხალხთან ერთად და ხალხის მოთხოვნებს ვეთანხმებით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვინც აქციებს უთანაგრძნობს, ვინც ხალხთან ერთად არის, დარწმუნებული ვარ, ყველა პოლიტიკური პარტიის პოზიცია არის იგივე. ის პარტიები, რომლებიც უთანაგრძნობს ხალხს და რომელიც არის პროტესტში, არანაირ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მე ასე ვიცი და სხვა ინფორმაცია არ მაქვს.

ვიდრე ხალხის მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნების ჩატარება, [მანამდე] არანაირ თვითმმართველობის არჩევნებს არ განვიხილავთ.

ვინც უნდა იყოს პოლიტიკურ ჩიხში, ეს რეჟიმია. მათი პოლიტიკური დიაპაზონი ე.წ. პარლამენტში იწყება და სოლოლაკის სასახლესთან მთავრდება, სხვა პოლიტიკური დღის წესრიგი კი ამ ხალხს არ აქვს. თუ ვინმე არის შეშინებული, ეს ბიძინა ივანიშვილია. ამ კრიზისის ფონზე მმართველი პარტიის „რეალური თავმჯდომარე“ სადმე [საჯაროდ] გამოვიდა? ერთი განცხადება გაგიგიათ ბიძინა ივანიშვილის? ყველამ კარგად ვიცით შეშინებული და დამფრთხალი ვინც არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g