„წულუკიანის კომისია შეიქმნა მტრის დაკვეთით ისტორიის გადასაწერად! ისტორიის წაშლის მცდელობა ოკუპაციის გაგრძელებაა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის თქმით, „ქართული ოცნება“ ებრძვის არა მხოლოდ მომავალს, არამედ წარსულსაც“.
მისი განმარტებით, ისტორიის წაშლა მტრის გეგმის შესრულებას ნიშნავს.
მანჯგალაძის განცხადებით, „ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მომავალს ყოველთვის იბრუნებს ბრძოლით, რწმენით და ერთიანობით“:
გიორგი ვაშაძე: „ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე, ქართველ ხალხთან და მოვიდეს!“
„ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს! “
„წაშალეს 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, გააუფასურეს 1989 წლის 9 აპრილი, აღარ ახსენებენ 1991-ის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს, 2008 წლის გმირებს. არ უყვართ ეროვნული მოძრაობა იმიტომ, რომ ის ახსენებს, ვინ ვართ სინამდვილეში! მათთვის საქართველო არ არის ისტორიული მისიის მქონე ერი. მათთვის საქართველო ფულის საჭრელი დიდი სოფელია, ქართველი – მომსახურე სერვისის მიმწოდებელი პერსონალი „ეთნოგრაფიული მასალა“.
ჩაანაცვლეს ილია ჭავჭავაძე, 1989 წლის 9 აპრილი მათთვის საშიშია. ზვიადი – საშიშია, მერაბი – საშიშია, ანწუხელიძე – საშიშია, „ვარდების რევოლუცია“ – საშიშია, ნებისმიერი უფლება – საშიშია, რადგან ხალხს უბიძგებს მოძრაობისკენ და ახსენებს – ხალხს შეუძლია გაიღვიძოს და დაამარცხოს დიქტატორი! ამიტომ ცდილობენ ყველაფერი გახადონ ბუნდოვანი, გაუფერულებული, დავიწყებული. ასწავლიან, თითქოს „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“.
მამუკა მდინარაძე: „სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, დიდი ბრიტანეთის მიერ ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილს, ისევე როგორც 2025 წლის 10 აპრილს, თავდასხმის ობიექტი საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა.
იცვლება თაობა და მათი მიზანიც სწორედ ესაა – შეიქმნას მეხსიერების უფსკრული, სადაც ვეღარ ამოიკითხავ თავისუფლების ისტორიის ხაზს! ისტორიის წაშლა ნიშნავს მტრის გეგმის შესრულებას. ვინც წარსულს შლის – Russki mir-ს უთმობს სივრცეს!
ცდილობენ შეგვიცვალონ წარსული, რომ ვეღარ ვმართოთ აწმყო და აღარ გვქონდეს მომავალი, მაგრამ ვერ გათვალეს: თავისუფლების ისტორია არ იშლება – ის იწერება ერის სულსა და გულში – შენით, ჩემით, ჩვენით! ჩვენ ვართ ერი, რომლის წარსული ვერ წაშალეს ათასწლეულებში. ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც მომავალს ყოველთვის იბრუნებს ბრძოლით, რწმენით და ერთიანობით“, – აცხადებს მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
კალაძე ოპოზიციას: ბიძინა ივანიშვილზე ნუ ინერვიულებთ, ისედაც ბევრი გაქვთ სანერვიულო, ისეთ მდგომარეობაში ხართ
„ჩვენ თავს არავის ვესხმით, ვართ თავდაცვის რეჟიმში. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, სამშობლოს და ამ ქვეყნის მომავალს“