LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

237
imedinews-16 (2)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებმა, პაატა მანჯგალაძემ და თეონა აქუბარდიამ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერები გააკეთეს.

მათი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანია და იმედოვნებენ, რომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით ყველა პუნქტის იმპლემენტაცია მოხდება.

„აღნიშნული შეთანხმება ცალსახად გამარჯვება არ არის, მაგრამ პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ სერიოზულ წინაპირობებს ქმნის გამარჯვებისთვის, იმ რეფორმებისთვის, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ შეთანხმებით იყო შემოთავაზება ჩვენი მედიატორებისგან, რომ ყოფილიყო ხელმოწერა და პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ჩვენი ხელმოწერები“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბრისას, თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ შეთანხმება იძლევა მნიშვნელოვან წინაპირობებს.

“მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ქვეყნისთვის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისა და მისი უზრუნველყოფისთვის. ეს შეთანხმება ხალხს სჭირდება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს დასაწყისი სწორედ შეთანხმების შესრულებისთვის. არ ვფიქრობ, რომ ეს მარტივი პროცესი იქნება და „ქართული ოცნება“ იოლად დათმობს, თუმცა ეს შეთანხმება იძლევა მნიშვნელოვან წინაპირობებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, სასამართლო რეფორმაში მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის, ისევე როგორც მოყვანილია რიგგარეშე არჩევნების წინაპირობები და გზა“, -განაცხადა აქუბარდიამ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g