LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაბლო ესკობარის დენდროლოგიური პარკი: ისტორია, ვიდეო და ფოტოები

4607
191906c6b383f310039979f5bb6a68e7

Hacienda Nápoles – კოლუმბიაში ნარკობარონის პაბლო ესკობარის მიერ შექმნილი პარკია, რომელიც მოიცავს ესპანურ კოლონიურ სახლს, ფაუნისა და ფლორის თემატურ პარკს და ზოოპარკს, რომელშიც სხვადასხვა კონტინეტიდან ჩამოყვანილი უამრავი ცხოველი იყრის თავს.

რანჩო ასევე მოიცავს კერძო ასაფრენ ზოლს, ავტომობილებისა და ველოსიპედების მუზეუმს და სარბოლო ტრასასაც კი.

ესკობარი მის ეგზოტიკურ რანჩოზე გიჟდებოდა. მან ძალიან ბევრი იწვალა იმისთვის, რომ ცხოველები ჩამოეყვანა, ისე რომ არც ერთი არ დაკარგულიყო. ნარკობარონმა შეძლო და 1500 სახეობის ცხოველი საკუთარ სახლში დააბინავა.

დიახ, ეს იყო მდიდრული სახლი საკუთარი პარკით, 27 ტბით, უამრავი საცურაო აუზით, საკუთარი გაზგასამართი სადგურით, ასაფრენი ზოლით, ვერტმფრენებით და ა.შ.

პაბლოს სამოთხე – რომელსაც მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეები თაფლივით ეხვეოდნენ.

იმ ვერტმფრენის ასლი, რომლითაც ესკობარმა პირველად შეიტანა აშშ-ში კოკაინი. ასეთი შესასვლელი იყო 2019 წლამდე. შემდეგ თვითმფრინავი მოხსნეს.

 

მას შემდეგ, რაც 1993 წელს ესკობარს ესროლეს და მოკლეს, მისმა ოჯახმა მთავრობასთან ქონებისთვის იურიდიული ბრძოლა გამართა. ამ ბრძოლაში მთავრობამ გაიმარჯვა და ესკობარის ქონების უდიდეს ნაწილს ახლა მუნიციპალიტეტი მართავს.

მისი დენდროლოგიური პარკი კი ოჯახური გართობისთვის საუკეთესო ადგილად იქცა.

 

ირონიულია ის, რომ სიცოცხლეში ის მის ხალხს უდიდეს ზიანს აყენებდა, სიკვდილის შემდეგ კი მისი ჯოჯოხეთი, საოცარ გასართობ ადგილად იქცა. ეს ალბათ, ერთადერთი კარგი რამაა, რაც პაბლოსგან თანამემამულეებს დარჩათ.

პაბლო ესკობარი თავის პარკში

 

ამ პარკში მყოფი ცხოველებისა და ფრინველების მოვლის ხარჯები იმდენად დიდი იყო, რომ მთავრობამ მათი ნაწილი კოლუმბიის სხვადასხვა ზოოპარკში გადაანაწილა. შემდეგ პარკის ნაწილები კერძო კომპანიების ხელში გადავიდა.

ახლა თემატური პარკი, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გასართობია, თავისი ჩანჩქერებითა და აუზით.

პაბლოს სახლში კი სასტუმროა განთავსებული.

 

ესკობარს პარკში ოთხი ჰიპოპოტამი ჰყავდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ზომების გამო ჰიპოპოტამები პარკშივე დატოვეს. 2007 წელს ისინი უკვე 16 იყვნენ, თან მშივრები, ამიტომ პარკიდან გაიქცნენ.

ამ თემაზე National Geographic Channel-მა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო – კოკაინის ჰიპოები.

ისინი მალევე იპოვეს და დააბრუნეს. ჰიპოპოტამები სხვა ცხოველებთან ერთად კვლავ პარკში არიან, თუმცა მათი ბედი არ გადაწყვეტილა.

ესკობარი ისეთი მდიდარი იყო, პარკის შენახვისთვის საჭირო ხარჯებს, სიკვდილის შემდეგაც იხდიდა.

პაბლო ესკობარი მისი 30 მილიარდით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. ახლა, რომ ცოცხალი იყოს და ისეთივე მდიდარი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-18 ადგილს დაიკავებდა. პაბლოს კარტელებით აშშ ყოველდღიურად 15 ტონა კოკაინით მარაგდებოდა. ის მსოფლიოში კოკაინის მარაგების 80%-ს აკონტროლებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g