LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პაციენტი ბევრად მეტს იწონის“ – ზურაბ ჩხაიძე გიული ალასანიას პასუხობს

276
ფორტუნა - 2023-03-28T134237.959

„ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის წონასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და სინამდვილეში, პაციენტი ბევრად მეტს იწონის.

როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს, არ იცის, რის საფუძველზე საუბრობენ, რომ დღეის მდგომარეობით სააკაშვილი 58 კილოს იწონის.

„არ ვიცი, რის საფუძველზე დასახელდა დღეს 58 კილო, პაციენტი ბევრად მეტს იწონის. დღეს აიწონა და შემიძლია დავასახელო ეს ციფრი. დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კილოგრამს და 400 გრამს.

წინა მონაცემთან შედარებით, მომატებულია. ამის შემდეგ ნუღარ დავასახელებთ ციფრებს, რადგან კლება თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან ცუდად აისახება ექიმების მიმართ მის დამოკიდებულებაზე“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 28 მარტს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი 58 კილოს იწონის.

„ერთი კვირაა, სადილზე გიული ალასანიას სუში მოაქვს, ძალიან გამიხარდა, თევზი კალორიულია და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა“ – სააკაშვილის მკურნალი ექიმი

ამავე თემაზე:

სახალხო დამცველი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია, პროცესს შეფერხება არ ემუქრება

„ნებისმიერ დილით შეიძლება გვითხრან, რომ გარდაიცვალა” – ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

ალასანია: ჩემი დაკვირვებით, კიდევ უფრო დაკლებულია – წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს ჯერ არ უნახავთ  

ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილის მონახულებაზე: „მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, სურვილი არ მქონია“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g