LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაემანი თავსხმა წვიმაში – ჯენიფერ ენისტონის „ტკბილი ნოემბერი“ შეყვარებულთან ერთად

153
page

როგორც ჩანს, ჯენიფერ ენისტონისა და მისი ახალი მეგობარი მამაკაცისთვის, ჯიმ ქურტისისთვის უამინდობას მნიშვნელობა არ აქვს. ახალი ჰოლივუდური წყვილი წვიმიან ამინდშიც პაემანზე მიემართებოდა.

ისინი პაპარაცებმა პარასკევს საღამოს ლოს-ანჯელესში, რესტორან Pace-ში მიმავალი შენიშნეს.

56 წლის მსახიობს შავი სამოსი ეცვა, 50 წლის ქურტისიც ამავე ფერის ლუქით იყო წარმოდგენილი.

„ყველაფერი ვცადე, ხელოვნური განაყოფიერება, ჩინური ჩაი, კვერცხუჯრედის გაყინვა…“ – ჯენიფერ ენისტონი პირველად ალაპარაკდა ემოციურ საკითხზე

შეგახსენებთ, ენისტონმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა ახალი პოსტით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტოებმა ეჭვები გააჩინა, რომ ვარსკვლავი შესაძლოა მალე დაქორწინდეს რჩეულზე. ენისტონმა შეყვარებულს იუბილე შავ-თეთრი ფოტოთი მიულოცა რომელსაც ემოციური სიტყვები დაურთო:

„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემი სიყვარულო“.

ყველაზე დიდი ინტერესი ერთმა დეტალმა გამოიწვია. ენისტონის ხელზე უზარმაზარი ბრილიანტის ბეჭედი ბრწყინავდა.

უკვე ოფიციალურად! – ბრილიანტის ბეჭედი და მოციმციმე თვალები – 56 წლის ჯენიფერ ენისტონმა ბოლოს და ბოლოს სიყვარული იპოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები