ლეგენდარული იტალიური სუპერქარების კომპანიამ Pagani ახალი, ლიმიტირებული ავტომობილი Huara Dinastia წარუდგინა მომხმაებელს. როგორც ირკვევა ლიმიტირებული ავტომობილის მხოლოდ 3 ეგზემპლიარი იქნება გამოშვებული, რომელთა პრეზენტაციაც ჩინეთში გაიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალმა სუპერქარი უამრავი უნიკალური და ექსკლუზიური დეტალისგან დამზადდა, რაც მნიშვნელოვნად განსასხვავებს მას სტანდარტული ავტომობილებისგან.
ავტომობილის ძარის უმეტესი ნაწილი კარბონით არის დაფარული და მუქ ლურჯ ფერშია გაწყობილი. გარდა ამისა, ავტომობილს იტალიური დროშის სტილში გაკეთებული დეკორატიული ზოლები აქვს. ოქროსფერი დისკები, სპეციალურად ამ ავტომობილისთვის შემუშავებული აეროდინამიული ვიზუალი და შეუღებავი კარბონის დეტალები, მართლაც შთამბეჭდავ ეგზემპლიარად ქმნის სუპერქარს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, დარჩენილ ორ მოდელს ოფიციალურისგან განსხვავებული იქნება.
სუპერქარს 730 ცხენის ძალა აქვს, რასაც 6.0 ლიტრიანი V12 ტვინ-ტურბო-ს ტიპის ძრავი განაპირობებს. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ „კარბონის მონსტრმა“ 100კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 3 წამი მოანდომოს.
საერთო ჯამში Pagani Huayra Dinastia Limited Edition – ეს სწორედ ის ხელოვნების ნიმუშია რომელსაც, ავტომოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ. ავტომობილმა საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.