ჰორაციო პაგანიმ ძალები Fiat-ის დაამარსებლის შვილიშვილთან, ლაპო ელკანთან გააერთიანა და თავისი სუპერქარის Huayra-ს სპეცვერსია შექმნა, რომელსაც Lampo დაარქვა. სიახლე ერთადერთ ეგზემპლარად არის შესრულებული. ავტომობილი 1954 წლის Fiat Turbina-ს ეძღვნება. წითელი საღებავის ქვეშ კარბონის ძარა შეინიშნება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
Pagani Huayra Lampo-მ იტალიის ნაციონალური დროშის თემატიკაც მიიღო. ფერები სამუხრუჭე ხუნდებზეც შეინიშნება. ინტერიერი კუბოკრულ სავარძლების შემოსაკრავებსა და ძვირფას ყავისფერ ტყავს მოიცავს. გამოყენებულია ასევე ალუმინი, ბრინჯაო და კარბონი.
Pagani Huayra Lampo-ს ძრავს სტანდარტულთან შედარებით ცვლილებები არ განუცდია. ავტომობილს ისევ 6.0 ლიტრის მოცულობის V12 Twin Turbo ძრავი აქვს, რომელიც 730 ცხენის ძალას ავითარებს.