დიდ ბრიტანეთში, საერთო სარგებლობის გზაზე ავარიაში სუპერქარ Pagani Zonda-ს უნიკალური ვერსია მოყვა, რომელსაც 760 PS ქვია. ავტომობილი ბრიტანელი ბიზნესმენის, პიტერ სეიველის საკუთრება იყო, რომლის კომპანია Saywell International-იც საავიაციო წარმოებას სხვადასხვა კომპონენტებით ამარაგებს. დამტვრეული ავტომობილის ფოტო Instagram-ზე მომხმარებელმა grim1959-მა ატვირთა.
ავარია A27-ე ტრასაზე მოხდა. რა მდგომარეობაში დაიმტვრა უნიკალური ავტომობილი, უცნობია. სუპერქარს თითქმის საერთოდ აღარ აქვს წინა მხარე.
თავდაპირველად კომპანია Pagani-მ სუპერქარი სეიველის შეკვეთით ააწყო, თუმცა რამდენიმე წლის წინ კოლექციონერმა ის ავტომწარმოებელს დაუბრუნა მისი შემდეგომი გაუმჯობესებისათვის. კერძოდ, გაიზარდა ავტომობილის სიმძლავრე 760 ცხენის ძალამდე და შეიცვალა ძარის ფერი. მოდერნიზაციაში ბიზნესმენმა 250 000 ფუნტი გადაიხადა.
A post shared by Graham Milne (@grim1959) on