LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალატაში ნაპოვნი სიყვარული – კლარას და ტომის ძალიან ემოციური ისტორია უმძიმესი დიაგნოზიდან გამოჯანმრთელებამდე

372
klaranews

კლარა დერსისა და ტომ ვინიკომსის სიყვარულის ისტორია გამაოგნებელია. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ორივე მათგანის ცხოვრებაში უმძიმესი პერიოდი იდგა. კლარას სიმსივნის დიაგნოზი 2019 წელს დაუსვეს და მას სამსახიობო კარიერის შეწყვეტა და სასწრაფო მკურნალობა მოუწია. ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის უმძიმეს პერიოდი კლარამ მანჩესტერის კლინიკაში გაატარა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ტომ ვინიკომსის კლინიკაში ყოფნის პერიოდიც. კლარას მსგავსად, ტომსაც თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც მას რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. საინტერესოა, რომ ტომის დედა ასევე სიმსივნით გარდაიცვალა, ცოტა ხანში კი სიმსივნეს მისი ტყუპი ძმა ემსხვერპლა.

როგორც ტომი და კლარა ჰყვებიან, მათი მეგობრობა გვერდითა პალატებში დაიწყო, მალე ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა. ყვებიან, რომ ურთიერთობა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ დაიწყეს. ახლა ორივეს ცხოვრებაში რემისიის პერიოდია. დღეს ტომი და კლარა აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო საქმიანობაში და იმ ორგანიზაციას ეხმარებიან, რომელიც თავის ტვინის სიმსივნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. ტომი და კლარა გამოცემა „დეილი მეილის“ დეტალურად უყვებიან საკუთარ ისტორიებს, როგორ დაიწყო ბრძოლა ვერაგ დაავადებასთან, როგორ შეცვალა დიაგნოზმა მათი ცხოვრება სამუდამოდ. კლარამ სამსახიობო კარიერას თაცი დაანება, ტომი ისევ საზღვაო ინჟინერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g