LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პალეონთოლოგებმა ისტორიაში ყველაზე დიდი ცხოველი აღწერეს

191
815cbb81-7c79-4d8c-81dd-77e3172f0b2c-large16x9_AP23212746919286

იტალიის, ბელგიის, პერუს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, შვეიცარიისა და გერმანიის მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა სკელეტის გაქვავებულ ფრაგმენტზე კვლევა, რომელიც გაბარიტებით მსოფლიოს თანამედროვე უდიდეს ცხოველ – ცისფერ ვეშაპს აღემატება.

13 ხერხემალი, 4 ნეკნის ძვალი და ერთი ბარძაყის 2010 წელს იპოვეს პერუს სამრეთით, ატაკამას უდაბნოს საზღვართან. მეცნიერთა მონაცემებით, აღმოჩენა 39 მილიონი წლისაა.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვეშაპისებრი ცხოველის ძვლები გადაშენებული ჯგუფის ბაზილოზავრიდებს ეკუთვნის. ცხოველის სიგრძე 20 მეტრს აღწევდა, მასა – 85-დან 340 ტონას. თუ ამ დიაპაზონის უმაღლეს მონაცემებთან იყო ახლოს, მაშინ ეს სახეობაა Perucetus colossus – ცისფერ ვეშაპებზე ბევრად მძიმე.

ბაზილოზავრიდები 30 მილიონი წლის წინ გადაშენდნენ. ისინი გახდნენ თანამედროვე ვეშაპების პირველი წინაპრები, რომლებმაც სრულად მოახერხეს წყალში ცხოვრება.

ყბისა და თავის ქალის ფრაგმენტების არარსებობის გამო რთულია თქმა თუ რითი იკვებობდნენ ეს გიგანტები.
პალეონთოლოგები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ P. colossus-ის ახალი ნარჩენების პოვნას და უკეთ გაიგებენ მისი ცხოვრების სტილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები