LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანაშვიდების მოყვარული ქალი 200-მდე უცხო ადამიანის გასვენებაზე იყო: სასაფლაოზე თავს ისე გრძნობს როგორც სახლში

65
3245435

სასაფლაოების მოყვარული ბრიტანელი ქალი 200-მდე მისთვის უცნობი ადამიანის გასვენებას დაესწრო. Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალს ასეთი გატაცება მას შემდეგ გაუჩნდა რაც 10 წლის წინ ეკლესიაში მისული შემთხვევით პანაშვიდზე მოხვდა.

53 წლის ჯინ ტრენდ-ჰილის სასაფლაოებთან ნაცნობობა მისი მშობლების გარდაცვალების დროს დაიწყო. ჯინის თქმით, მას შეეძლო სასაფლაოებს შორის საათობით ებოდიალა, ფოტოები გადაეღო ყველაზე ლამაზი საფლავის ქვებისთვის და ამით უდიდესი სიამოვნება მიეღო. 2012 წელს ეკლესიაში შესული ბრიტანელი შემთხვევით პანაშვიდზე მოხვდა.

ამის შემდეგ ეს გარკვეულ დამოკიდებულებად იქცა. 10 წლის განმავლობაში ქალი ასობით უცხო ადამიანის პანაშვიდს დაესწრო. ის არამხოლოდ ინგლისის, არამედ საფრანგეთის და იტალიის სასაფლაოებზეცაა ნამყოფი.

ქალმა აღიარა, რომ ახალ ადგილას მისვლის დროს პირველ რიგში კრემატორიუმს ეძებს.

მისი გატაცების შესახებ უკვე ყველამ იცის და დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლები ჯინს ისეთი ადამიანების დასაფლავებებზე იწვევენ, ვისაც არც მეგობრები და არც ნათესავები ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები