LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

285
BeFunky-collage (6)

სპეციალისტების აზრით, კორონავირუსის პანდემია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად დიდი ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი.

„სოციალური დისტანცია, დაინფიცირების შიში, ოჯახის წევრების დაკარგვა, რომელსაც თან ერთვის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს . 

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს: ჯანმო

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს გამოაცხადა. სპეციალისტები ფიქრობენ, ეს ნაბიჯი დაგვიანებული იყო. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდობს, რომ ჯანმო ხელს აფარებდა ჩინეთს და ამ მიზნით დამალა რეალური საფრთხე.

ამერიკამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყიტა. ჯანმო კი ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ს განცხადებებს სპეკულაციად მიიჩნევს.

ერთი შეხედვით უწყინარი გებრეისუსის 10 ფრაზა, რომელმაც მსოფლიო შეაშინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g