კორონავირუსი შესაძლოა, იმ ვირუსების სიას შეუერთდეს, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა გააკეთა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რაიანის თქმით, აივ-ინფექცია არ გამქრალა.
„ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს.
არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება“, – აღნიშნა მაიკ რაიანმა.
მანამდე ჯანმოს დირექტორმა თქვა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგაც კი, მსოფლიო ჩვეულ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება.
პანდემიის დასრულების შემდეგაც კი, მსოფლიო ჩვეულ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება: ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ერთი შეხედვით უწყინარი გებრეისუსის 10 ფრაზა, რომელმაც მსოფლიო შეაშინა