LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაოლო მალდინი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მანამდე გამოკეთდა მისი ბიჭი

164
8q9alt6q.0

“მილანის” ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გამოჯანმრთელდა.

51 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი სრულად გამოკეთდა და უკვე დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას.

მანამდე მისმა 18 წლის შვილმა, დანიელემ, რომელსაც “მილანში” დებიუტი უკვე ქონდა, აცნობა, რომ სიმპტომები აღარ აქვს და ინდივიდუალურ ვარჯიშებს შეუდგა.

ვამაყობ, რომ იტალიელი ვარ! - კარანტინში მყოფმა პაოლო მალდინიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა (ვიდეო)

ლეგენდამ მადლობა გადაუხადა ყველას მოკითხვისა და მამაცობისთვის.

კლუბს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია, რომ მალდინი-უფროსი ფეხბურთელების წარმომადგენლებს შეხვდება და კარანტინის პერიოდში ხელფასების შემცირებაზე დაილაპარაკებენ.

მანამდე მალდინიმ სიმპტომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსი გრიპისგან განსხვავდება.

“გემოს და სუნს ვეღარ ვგრძნობდი. ზოგჯერ ძლიერი ტკივილები ჩნდებოდა სისხლძარღვებსა და კუნთებში. პიკის დროს მუდმივად ვახველებდი, ტემპერატურა 38.5 მქონდა. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებს არ ვიღებდი, რადგან არასოდეს მქონია სუნთქვის პრობლემა”, – მოყვა “როსონერის” ლეგენდამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები