ავსტრალიელი მომღერალი სია საზოგადოებაში პარიკის გარეშე გამოჩნდა. პაპარაცებმა ის ლოს-ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირეს, საიდანაც დუბაიში კონცერტის გასამართად მიფრინავდა.
მგზავრობისთვის მან მოხერხებული „კენზოს“ სპორტული შარვალი, თავისუფალი ზედა და ჩაცმულობების ტონალობის შესაფერისი კედები. მომღერალმა ცნობისმოყვარე პაპარაცებს გაუღიმა, რაც მისგან უჩვეულო საქციელი იყო. როგორც წესი, სია სახეს მალავს ყველგან, მათ შორის ინტერვიუებისა და გადაცემაში სტუმრობის დროს.
„არ მინდა ცნობილი ვიყო, მაგრამ მსურს, ჩემი ვიზუალი ყველამ განიხილოს“, – სწორედ ასე ახსნა მან თავისი საქციელი წლების წინ.